"ამ კლინიკაში სააკაშვილის განკურნება შეუძლებელია", ასეთი შეფასებები აქვთ დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მეორე დღეა, სწავლობენ. ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმები კვლევების ჩატარებას განაგრძობენ, პირველადი შეფასებით კი პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულია.